- +995 514 25 65 65
- info@mychina.ge
- თამარაშვილის #13
- კურსი 1$ - 2.86 ლ.
ჩვენს შესახებ
„mychina.ge“ გთავაზობთ ტვირთის ტრანსპორტირების საუკეთესო სერვისს.
„mychina.ge“ ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს როგორც მცირე, ასევე დიდი ზომის შერეული ტვირთების ტრანსპორტირება კერძო პირებისთვისა და ორგანიზაციებისთვის ჩინეთიდან საქართველოში.
გამოცდილებამ დაგვანახა შეკრებითი ტვირთების (ე.წ. „გრუპაჟი“-ს) გადაზიდვის აუცილებლობა, შევიმუშავეთ გეგმა და სისრულეში მოვიყვანეთ, რათა შერეული ტვირთების გადაზიდვების ურთულესი პროცესი გაგვემარტივებინა.
ჩვენი მთავარი უპირატესობაა მცირე ზომის ტვირთების საზღვაო გადაზიდვა ეკონომიკურად მომგებიანი პირობებით, ხარისხიანი და კომფორტული მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები, თქვენი ტვირთების მდებარეობის და მდგომარეობის მუდმივი კონტროლი ჩვენს მიერ მოცემული ბმულის საშუალებით.
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა მწარმოებლისგან შეძენილი ტვირთების ერთ ტვირთად გაერთიანებას და მოცულობითი წონით ტვირთის გადაზიდვის საფასურის გადახდას ცალცალკე დამრგვალების გარეშე (1 მ3 არ უნდა აღემატებოდეს 357კგ-ს, წონის გადაჭარბების შემთხვევაში, გადაზიდვის ტარიფი დაანგარიშდება ფიზიკური წონის მიხედვით მოცულობითი წონის პროპორციულად იმ პერიოდისათვის არსებული ღირებულების შესაბამისად).
„mychina.ge“ გთავაზობთ:
- საზღვაო გადაზიდვა -- 45-60 დღე (ტრანსპორტირების პერიოდი)
- სხვადასხვა ვებ-გვერდებიდან და ფაბრიკა-ქარხნებიდან შეძენილი ტვირთების ტრასპორტირებას ჩინეთიდან საქართველოში.
- სხვადასხვა სახეობისა და სხვადასხვა მისამართიდან მოსული ტვირთების გაერთიანება ერთ ტვირთად თქვენი უნიკალური კოდით
- კერძო თუ კორპორატიული შეკვეთების შესრულება.
- მცირე და დიდი ზომის ტვირთების გადაზიდვა.
- უფასო კონსულტაცია ნებისმიერ დროს.
- კონკურენტული ფასი.
- რეალური მოცულობითი წონა.
- გადაფუთვის სერვისი.
- შიდა გადაზიდვა ჩინეთის რესპუბლიკაში (ღირებულება ითვლება ტვირთის ფიზიკური და მოცულობითი წონისა და აგდილმდებარეობის მიხედვით).
- ჩამოსული ტვირთის შიდა გადაზიდვა (ღირებულება ითვლება ტვირთის ფიზიკური და მოცულობითი წონისა და ადგილმდებარეობის მიხედვით).
- საბროკერო მომსახურება ჩინეთსა და საქართველოში.