ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულება:

ერთის მხრივ შპს “მაი ჩაინა ჯი” ს/ნ 402113244, შემდგომში გადამზიდი კომპანია, ვებ-გვერდი: www.mychina.ge, ტელ: + 995514256565 მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის N13 და მომხმარებელი - ………………………………………………………….., რომელიც სარგებლობს შპს „“მაი ჩაინა ჯი”-ს გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს მომხმარებლის უნიკალური ნომერი, რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის ჩამოსვლისას თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და შპს “მაი ჩაინა ჯი”-ს მონაცემთა ბაზაში, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 

1. ხელშეკრულების საგანი

 1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შერეული ტვირთების შემთხვევაში ექსპედიტორის საწყობიდან (რომელიც მდებარეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქ. შენჟენში), შემკვეთის მიერ გადაგზავნილი და ექსპედიტორის მიერ მიღებული ტვირთის საქართველოში საექსპედიციო გადაზიდვის მომსახურების გაწევა, რომელსაც ექსპედიტორი უზრუნველყოფს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე.

1.2 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს  სრული კონტეინერის შემთხვევაში შემკვეთის  მიერ მსოფლიოს ნებიმიერი პორტიდან შეკვეთილი კონტეინერის ტრანსპორტირებას შემკვეთის ხარჯზე.

 

2. ტრანსპორტირების ღირებულება, ტვირთის წონა და გადახდა

 2.1. შემკვეთი, ექსპედიტორის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, გადაიხდის თანხას რომელიც გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.

 2.2. ტრანსპორტირების ღირებულების ინვოისი გაეგზავნება მომხმარებელს ჩინეთის საწყობში ტვირთის ჩაბარებისა და დასურათების შემდგომ.

 

3. ტვირთების ზომაში შემცირების სერვისი

3.1. გადაფუთვის სერვისი მოქმედებს აბსოლუტურად ყველა სახის ნივთზე.

3.2. არ ხდება ტვირთის არსებული პროდუქციის ქარხნული ყუთების გახსნა და ამგვარად შემცირება, ასევე არ ხდება ამანათის ზომაში შემცირება მასში მოთავსებული საიზოლაციო და უსაფრთხოების მასალის ამოღების ხარჯზე.

3.3. არ ხდება ტვირთების შემცირება ან მსხვრევადი პროდუქციის და ელექტრო ტექნიკის გზავნილის შეფუთვის შემცირება უსაფრთხოების მიზნით.

4. შემკვეთი ანუ მომხმარებელი ვალდებულია:

4.1. რეგისტრაციისას პერსონალური მონაცემები (მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი) სწორად შეავსოს.

4.2. ტვირთის სწორად დეკლარირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

 4.3. მომხმარებელი ვალდებულია საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას, გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე;

4.4. შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.

 

5. ტვირთის მიღების პერიოდი

5.1. ჩინეთის საწყობი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კონტეინერი დაიძვრება მისი შევსებისთანავე, ან შეუვსებლობის შემთხვევაში კონტეინერში პირველი ტვირთის მოხვედრიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

5.2. ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 30-45 დღეს.

5.3. აღნიშნული განრიგი არ არის ფიქსირებული და კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე (მაგ.: რთული მეტეოროლოგიური პირობები, გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი, დღესასწაულები და ა.შ.).

 

6. ტვირთის მიღების პირობები

6.1. ტვირთ(ებ)ი ჩინეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოდის გამოგზავნიდან 30-45 სამუშაო დღის ვადაში.

6.2. კონტეინერის გამოგზავნის დღიდან მომხმარრებელს ეძლევა ლინკი, სადაც შეუძლია თვალყური ადევნოს ტვირთის ადგილმდებარეობას.

6.3. ტვირთის ჩამოსვლისას ინფორმაცია, აღნიშნულის შესახებ, იგზავნება მომხმარებელთან, როგორც სმს შეტყობინების, ასევე ელ-ფოსტის საშუალებით.

 

7. ტვირთის დაზღვევა

7.1. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ტვირთის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისგან დაცვას. სერვისში არ შედის ტვირთში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე.

7.2. ხდება ჩინეთის საწყობში მისული ტვირთის დასურათება, რომელიც აიტვირთებათქვენსპირადგვერდზე.

7.3.კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს თუ ტვირთი დაზიანებული მივიდა საწყობში.

7.4. mychina.ge არ იღებს პასუხისმგებლობას ჩინეთიდან საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირებაზე თუ მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და ჩინურ მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე, ასევე რეგისტრაციისას მიღებულ ელექტრონულ წერილში.

7.5. mychina.ge ასევე პასუხისმგებლობას იხსნის იმ შემთხვევაში თუ ტვირთი არ არის დაზღვეული სადაზღვეო კომპანიის მიერ.

 

8. FCL - სრული კონტეინერი

8.1. FCL მომსახურების საფასური 2 კვირაში ერთხელ განახლებადია.

8.2. FCL მომსახურების პირობები და ღირებულება დგინდება პირადი მოლაპარაკების საფუძველზე. მომხმარებლები, რომლებთანაც მოხდება ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმება, ითვლებიან VIP მომხმარებლებად და მათთვის კომპანია „მაი ჩაინა ჯი“ აწესებს სპეცილაურ ფასებსა და შეღავათებს.

 

9. განბაჟება:

9.1. ტვირთის განბაჟების პროცედურებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, თუმცა კომპანია გაუწევს მომხმარებელს დახმარებას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისას.

9.2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანია mychina.ge-ს, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

 

10. პროდუქცია რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია

10.1. იხილეთ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია. მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.

10.2. იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ტვირთის გამომგზავნ-მაღაზიასთან ან კერძო პირთან ტვირთის დაბრუნებაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომსახურების უპირობო შეწყვეტას და მომხმარებლისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რაც განისაზღვრება კომპანია „მაი ჩაინა ჯი“-სთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით.

 

11. სხვა შეზღუდვები და პირობები

11.1. „მაი ჩაინა ჯი“  ვალდებულებას იღებს კლიენტთთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობების გვერდზე.

11.2. „მაი ჩაინა ჯი“  უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუკის თუ ბლოგის კომენტარები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.

11.3. მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

11.4. მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. კომპანია არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.

11.5. მომხმარებლის სახელი და გვარის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ აღარ ხდება, კომპანიის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციების გარეშე. ინსტრუქციები გულისხმობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ოფისში, ელ-ფოსტაზე დადასტურებას და სხვა.

11.6. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა და ექსპედიტორის უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.